ელექტრომაგნიტური კოჭა
ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ სიტყვა კოჭა, მაგრამ არ გვითქვამს რა არის ის.
კოჭა არის ელქტრული წრედი, სადენი, რომელიც არის ძირითადად წრიულად ან ოვალურად დახვეული, ერთი ან მეტი ხვიისგან შემდგარი.
კოჭაში ძირითადად გამოყენებულია სპილენძი რომელსაც გარს აკრავ გამჭირვალე იზოლატორი (ერთი შეხედვით შესაძლოა ვიფიქროთ რომ მას არ აქვს იზოლატორი გარშემო). აუცილებელია სადენი, რომელიც გამოყენებულია კოჭას დასამზადებლად იყოს დაფარული იზოლატორით, რადგან დენი ყოველთვის მარტივ გზას ირჩევს, უიზოლატორო კოჭაშიც დენი არ გაივლის სადენის გავლით არამედ გადაკვეთავს სადენის ხვიებს და კოჭა დაკარგავს ელექტრომაგნიტურ ეფექტს.
ელექტრომაგნიტური კოჭას ველის ძალწირები

ელექტრომაგნიტური კოჭას დანიშნულება არის შექმნას ელექტრომაგნიტური ველი, ელექტრული წინაღოობა ან ინდუქცია, ასევე შესაძლოა იყოს გამოყენებული როგორც “მაღალსიხშირული ფილტრი“ (Choke Coil).
კოჭას აქტიურად იყენებენ ელექტრო ძრავებში, გენერატორებში, ელექტრომაგნიტებში, ტრანსფორმატორებში, სენსორულ ხვიებში…
საინტერესოა ტესლას მიერ 1891 წელს შექმნილი „ტესლას კოჭა“, რომელიც მაღალძაბვიან, დაბალდენიან და მაღალსიხშირულ ცვლად დენს წარმოქმნის. მას დღეს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია თუმცა შემეცნებითი და გასართობი ნამდვილად არის.
