ველის ტრანზისტორი
როგორც დასაწყისში აღვნიშნე ტრანზისტორების კიდევ ერთ კატეგორიას წარმოადგენს ველის ტრანზისტორები, რომელთაგანაც გამოიყოფა JFET(Junction Field Effect Transistor) და MOSFET (Metal Oxide Semiconductor Field Effect Transistor) არნიშნული ტრანზისტორები იყოფა ორ კატეგორიად n არხიანი და p არხიანი.
მათი ფეხების სახელწოდებებია ჩამკეტი (Gate) ჩამდენი (Drain) და წყარო(Source). ველის ტრანზისტორის მთავარი უპირატესობა ბიპოლარულთან შედარებით ისაა, რომ ბიპოლარულ ტრანზისტორში აუცილებელი იყო ბაზა-ემიტერს შორის ძაბვასთან ერთად გასულიყო დენიც ხოლო ველის ტრანზისტორის გასახსნელად მხოლოდ ძაბვაა საჭირო.
სწორედ ამ მიზნით mosfet ტრანზისტორში ჩამკეტი დანარჩენი ფეხებისგან გამოყოფილია მეტალის ჟანგით რაც კარგი იზოლატორია და დენს არ ატარებს. სწორედ ამ მიზეზით იზოგება სიმძლავრე წრედში. n არხიანი ველის ტრანზისტორის გასახსნელად საჭიროა ჩამკეტზე მოვდოთ პლუს ძაბვა ხოლო p არხიანისათვის მინუს ძაბვა, დენი კი ჩამდენსა და წყაროს შორის გადის.
