ოპტოწყვილი
ოპტოწყვილი არის ელექტრული კომპონენტეი, რომელიც გადასცემს სიგნალს ორ დამოუკიდებელ წრედს შორის სინათლის გამოყენებით. ოპტოწყვილი იგივე ოპტოიზოლატორი შედგება შუქდიოდისგან რომელიც ასხივებს ინფრაწითელ სინათლეს და ფოტოსენსიტიური კომპონენტისგან, რომელიც მგრძნობელია ინფრაწითელი სხივების მიმართ, ეს ყველაფერი კი კლასიკურად მოქცეულია შავი „ჩიპის ფორმის“ კარკასში. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ სტატია ფოტოდიოდისა და ინფრაწითელი შუქდიოდის შესახებ.

პირველ რიგში, ოპტოწყვილის სამუშაოდ ვაწვდით დენს ინფრაწითელ შუქდიოდის ფეხებს, შუქდიოდის სინათლის ინტენსივობა პირდაპიპროპორციულია მიწოდებულ დენთან, როდესაც გამოსხივებული სინათლე შეეჯახება ფოტომგრძნობელ კომპონენტს ის გადაირთვება და გაატარებს დენს ისევე როგორც ტრანზისტორის შემთხვევაში ხდება.
ჩვენ ასევე ავხსენით ტრანსფორმატორის მუშაობის პრინციპი, რომლის დანიშნულება არა მხოლოდ ძაბვის გაზრდა ან შემცირება იყო არამედ ის წარმოადგენდა იზოლატორს მაღალი ძაბვისა და ძირითადი ძაბვის გამტარებს შორის, სწორედ ასეთი თვისებისაა ოპტოიზოლატორი.
ფოტოდიოდსა და ფოტომგრძნობელ კოპონენტს შორის არ არის არანაირი სქმატური კავშირი მათ შორის ძირითადად მოთავსებული, შუშა, გამჭირვალე პლასმასი ან უბრალოდ ჰაერი.
ოპტოწყვილის 4 სახეობა

ოპტოწყვილის ძირითადად გამოიყენება: მიკროპოროცესორების შემავალ/გამომავალ გადამრთველად, DC და AC ძაბვის კონტროლისთვის, კომპიუტერული კომუნიკაციისთვის, სიგნალის იზოლატორებსა და ძაბვის რეგულატორებში.
ოპტოწყვილის დამზადება ხელითაც არის შესაძლებელი შუქდიოდისა და ფოტოწინაღობის გამოყენებით.
