რელე / Relay
რელეს მთავარი დანიშნულება ისტორიულად ინფორმაციის გადაცემაში გამოყენება იყო, მას ტელეგრაფი ეწოდებოდა და მორზეს ანბანის გამოყენებით გადასცემდნენ ინფორმაციას. შემდგომში რელეს დანიშნულება შეიცვალა და მრავალი მიმართულებით გამოიყენებოდა.
რელე არსებობს მრავალი ტიპის, სტანდარტულ და ძირითად შემთხვევებში რელეს მთავარი ნაწილი ელექტრომაგნიტია, რომელსაც გადართვის ფუნქცია აქვს.
რელეს დღევანდელობაში იყენებენ მაღალი ძაბვის გადამრთველად. რელე ელექტრომაგნიტის გამოყენებით რთავს კონტაქტს მეორე მხარეს. ელექტრომაგნიტის ჩართვა შესაძლებელია მცირე დენისა და ძაბვის გამოყენებით. ელექტრომექანიკური რელე ძირითადად შედგება ელექტრომაგინიტის, მექანიკური ნაწილების, კონტაქტების, ზამბარისა და კარკასისგან.

ელექტრომაგნიტის ჩართვით ხდება კონტაქტის მიზიდვა და წრედის შეკვრა ისევე, როგორც ღილაკზე ხელის დაჭერით ხდება წრედის შეკვრა, რელეს შემთხვევაშიც იკვრება წრედი.
რელეს სქემატური აღნიშვნები განსხვავებულია სახეობებიდან გამომდინარე. რამდენიმე რელეს სქემატური აღნიშვნა:

როდესაც ჩვენ გვინდა მცირე ძაბვით ვმართოთ მაღალ ძაბვაზე მომუშავე სისტემა რელე იდეალური გამოსავალია. მაგალითად გვაქვს სენსორი რომელიც დაბალ ძაბვაზე მუშაობს და გვინდა სენსორის გამოყენებით ჩავრთოთ და გამოვრთოთ 220 ვოლტზე მომუშავე ნათურა.
სადარბაზოს განათების სიტემა სწორედ რელეს გამოყენებით ფუნქციონირებს, მასში გამოყენებულია მოძრაობის სენსორი, რომელიც დაბალ ძაბვაზე მუშაობს, მცირე სქემა რომელიც არეგულირებს სენსორისგან მოწოდებულ ინფორმაციას და რელე რომელიც მიერთებულია ნათურაზე, ხმა რომელიც გვესმის სადარბაზოში შესვლისას, განათების ჩართვის მომენტში სწორედ რელეს გადართვის ხმაა.

რელე ხასიათდება რამდენიმე მონაცემით: რა ძაბვაზე მუშაობს, რა დენს უძლებს, ცვლად თუ მუდმივ დენზე მუშაობს. ასე რომ მნიშვნელოვანია რელეს სწორედ შერჩევა საჭიროებიდან გამომდინარე.