სიხშირული ფილტრები
ელექტრონიკაში ნებისმიერი სახის ინფორმაცია არის დროში ცვლადი დენი. ხშირ შემთხვევაში გვჭირდება რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გაფილტვრა. ამისთვის იყენებენ სიხშიღულ ფილტრებს. ფილტრები არსებობს ორი სახის, ესენია აქტიური ფილტრი და პასიუტი ფილტრი. თავისმხრივ აქტიური და პასიური ფილტრებიც იყოფა რამდენიმე ნაწილად, იმის მიხედვით თუ რა სიხშირის ინფორმაციას ფილტრავენ. არსებობს მაღალი სიხშირის გამტარი ფილტრი (HIGH PASS) დაბალი სიხშირის გამტარი (LOW PASS) ზოლოვანი (BAND PASS) და უკუგდებითი (BAND STOP) განვიხილოთ თითოეული მათგანი პასიური ფილტრების მაგალითზე. პასიური ფილტრები კონდენსატორის და რეზისტორის შეერთებით მიიღება, ამიტომ მათ RC ფილტრებსაც უწოდებენ.

მაღალი სიხშირის გამტარი ფილტრი წარმოადგენს ერთმანეთთან მიმდევრობით შეერთებულ კონდენსატორს და წინაღობას. თუ წრედის ამ ნაწილში გავატარებთ რაიმე სიხშირის დენს მაშინ დაბალ სიხშირეზე კონდენსატორი მოასწრებს დამუხტვას, დამუხტულ კონდენსატორს ძალიან მაღალი წინაღობა აქვს, შესაბამისად სქემის ეს ნაწილი ქმნის ძაბვის გამყოფს (სრული ძაბვა პროპორციულად გადანაწილდება კონდენსატორზე და წინაღობაზე, ანუ გაიყოფა) კონდენსატორზე მოდებული ძაბვა გადააჭარბებს წინაღობაზე არსებულ ძაბვას და შედეგად გამოსავალზე დენი არ გვექნება, შესაბამისა არ გვექნება სიგნალი, ამ პროცესს კი გაფილტვრა ეწოდება. ხოლო მაღალი სიხშირის შემთხვევაში კი კონდენსატორი ვერ მოასწრებს დამუხტვას ამის გამო მისი წინაღობა თითქმის ნულის ტოლი იქნება ძაბვის გაყოფის შედეგად უმეტესი ძაბვა მოედება წინაღობას და გამოსავალზე მივიღებთ სიგნალს.

დაბალი სიხშირის გამტარი ფილტრის შეერთების სქემა ასევე კონდენსატორის და წინაღობის მიმდევრობითი შეერთებაა, ოღონდ ამჯერად წინაღობის და კონდენსატორის ადგილი შეცვლილია. დაბალი სიხშირის გამტარი ფილტრის მუშაობის პრინციპი არ განსხვავდება მაღალი სიხშირის გამტარი ფილტრის მუშაობის პრინციპისგან. როგორც წინა შემთხვევაში აღვნიშნეთ დაბალ სიხშირეზე კონდენსატორი დაიმუხტება, ძაბვის გადანაწილების შედეგად გამოსავალზე გვექნება მაღალი სიხშირის სიგნალი, დაბალი კი გაიფილტრება.

ამ ორი ფილტრის შეერთებით კი მიიღება ზოლოვანი და უკუგდების ფილტრები. ზოლოვანი ფილტრი ატარებს რაღაც ორ კონკრეტულ სიხშირეს შორის არსებულ სიგნალს, დანარჩენს კი გაფილტრავს. უკუგდების ფილტრის შემთხვევაში კი საპირსპირო შედეგს მივიღებთ, ანუ გაიფილტრება ორ სიხშირეს შორის არსებული სიგნალი, დანარჩენს კი არსებული ფილტრი არ გაფილტრავს.