ფოტოდიოდი და ინფრაწითელი შუქდიოდი
ფოტოდიოდი
ფოტოდიოდი ერთგვარი ფოტორეზისტორია, მასაც წინაღობის ცვლილება ახასიათბს სინათლის მიხედვით, თუმცა იგი არა ხილულ სინათლეზე, არამედ ინფრა წითელ ( თვალით უხილავ ) გამოსხივებაზე რეაგირებს. იგი სახელიდან გამომდინარე სინათლეზე დამოკიდებული დიოდია. დიოდი კი ვიცით, რომ მხოლოდ კონკეტულ შემთხვევაში ატარებს დენს. ფოტოდიოდსაც მსგავსი თვისებები აქვს: თუ მასზე ინფრაწითელ გამოსხივებას მივმართავთ, მას წინაღობა შეუმცირდება და დენს გაატარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უსასრულოდ დიდი წინაღობა აქვს. ფოტოდიოდს გააჩნია + და – ფეხები. აღსანიშნავია, რომ ფოტოდიოდი სქემაში უკუღმა ირთვება.

ინფრაწითელი შუქდიოდი
ინფრაწითელი შუქდიოდი, როგორც მისი სახელიდან ვხვდებით, არის ისეთი შუქდიოდი, რომელიც ინფრაწითელ ნათებას გადმოსცემს. მასაც ჩვეულებრივი შუქდიოდის მსგავსად + და – ფეხები აქვს.
ფოტოდიოდი ან ინფრაწითელი შუქდიოდი სქემებში ყოველთვის ერთად არიან გამოყენებული. ფოტოდიოდი ინფრაწითელი გამოსხივების მიმღები კომპონენტია, ამიტომ სქემაში მხოლოდ მის ყოფნას ან მხოლოდ ინფრაწითელი შუქდიოდის ყოფნას აზრი არ აქვს, ასეთ შემთვევაში მათი თვისებები გამოუყენებელი დაგვრჩება. მათი ნაზავი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახის პულტებსა და დისტანციურ მართვის სისტემებში, მაგალითად: ტელევიზორსა და მის პულტს შორის კავშირი სწორედ მათი გამოყენებით ხდება. თუ კი ტელევიზორის პულტს დავაკვირდებით მას წინ სწორედ ინფრაწითელი შუქდიოდი აქვს დამონტაჟებული, რომელიც რომელიმე ღილაკზე თითის დაჭერისას ანათებს, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ. ტელევიზორში კი ჩამონტაჟებულია ფოტოდიოდი, რომელიც ამ ნათებას აღიქვამს და ტელევიზორს ასრულებინებს სხვადასხვა დავალებას.თუ კი ტელევიზორის პულტის რომელიმე ღილაკს დავაწვებით და მას მობილურის კამერით დავაკვირდებით დავინახავთ რომ იგი ნამდვილად ანათებს.
