AC ძრავა
ტელეფონებისა და სათამაშოებისგან განსხვავებით სახლებში, ოფისებში, ქარხნებში და სხვა შენობებში ელექტროენერგია მიწოდება რათქმაუნდა არ ხდება პატარა ბატარეებით, ისინი არ არიან მუდმივი დენით (DC) მომარაგებულები. მათი მომარაგება ხდება ცვლადი დენით (AC) რაც გულისხმობს დენის მიმართულების წამში 60 ჯერ შეცვლას.
თუ თქვენ გსურთ ძრავის გამოყენება საყოფაცხოვრებო ტექნიკაში რათმქუნდა მოგიწევთ მისი ცვლადი დენით მომარაგება, რაც გულისხმობს განსხვავებული არქიტექტურის ძრავას, მუდმივი დენის ძრავისგან განსხვავებით.
ინდუქციური ძრავა იგივე ასინქრონული ძრავის შემქმნელი არის ნიკოლას ტესლა. ინდუქციური ძრავა არის ყველაზე ხშირად გამოყენბადი ძრავა, 90% ინდუსტრიული ძრავებისა არის ინდუქციური ძრავები.
ინდუქციური ძრავები არსებობს ორი ტიპის ერთ ფაზიანი და სამ ფაზიანი, რომლებიც ასევე იყოფა ცალკეულ კატეგორიებად იმის მიხედვით თუ რა ტიპის როტორი და სტატორია გამოყენებული.
განვიხილოთ სამ ფაზიანი ინდუქციური ძრავა.
ინდუქციურ ძრავას აქვს ორი ძირითადი ნაწილი როტორი და სტატორი.

სტატორი ძირითადად არის სამი კოჭის გრაგნილი რომელსაც სამ ფაზიანი ცვლადი დენი მიეწოდება, კოჭის გრაგნილები მოთავსებულია სლოტებში, რომლებიც მაღალგამტარული, თხელი, ერთმანეთზე დაწყობილი ლითონის ფენებისგან შედგება.

როტორი არის ძრავის მოძრავი ნაწილი, ის შესაძლო იყოს რამდენიმე ტიპის, ყველაზე ხშირად გამოყენებადი არის squirrel-cage როტორი. ის შედგება მაღალგამტარული მილებისგან (ძირითადად ალუმინის ან სპილენძის) რომლებიც ქმნიან ცილინდრის ფორმას, როტორის ბირთვი კი როგორც სტატორის სლოტები არის მაღალგამტარული, თხელი, ერთმანეთზე დაწყობილი ლითონის ფენები.

როდესაც სამ ფაზიანი დენი გადის კოჭაში წარმოიქმნება მბრუნავი მაგნიტური ველი, სწორედ ეს ველი აიძულებს როტორს დატრიალდეს. სამ ფაზიანი ძრავის კოჭის გრაგნილებს შორის არის 120 გრადუსიანი დაშორება. ერთ ფაზიანი ძრავის შემთხვევაში ძრავისთვის დაგვჭირდებოდა ორი სადენი რათა წრედი შეგვეკრა, სამ ფაზიანში იმის ნაცვლად რომ გამოვიყენოთ ექვსი სადენი სამივე კოჭაში წრედის შესაკრავად ვიყენებთ მხოლოდ სამ სადენს და სწორედ ერთი სადენის დამატებით ძრავას ვაწვდით სამჯერ მეტ ენერგიას რასაც ბალანსირებული დატვირთვა ეწოდება.
