დინამიკი და მიკროფონი
დინამიკი და მიკროფონი ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელექტრული კომპონენტები არიან, რომლებიც საკმაოდ მაღალ დონეზეა ათვისებული ელექტრონიკაში და თანამედროვე ტექნიკაში. დინამიკი ელექტრულ სიგნალს, ხმოვან სიგნალად გარდაქმნის, მიკროფონი კი , საპირისპირო ქმედებას იწვევს ( ხმოვან სიგნალს გარდაქმნის ელექტრულად). იმისათვის, რომ მათი მუშაობის პრინციპი უკეთ გავიგოთ საჭიროა შევეხოთ მაგნიტურ ველს და მის თვისებებს. მაგნიტურ ველს ახასიათებს წესი, რომლის მიხედვითაც :
როდესაც მაგნიტური ველი კოჭის ირგვლივ იცვლება, ამ დროს კოჭის ბოლოებზე ჩნდება ელექტრო მამოძრავებელი ძალა ( ძაბვა).
დინამიკის მუშაობის პრინციპი სწორედ ამ წესს ემყარება. დინამიკის აგებულებაში შედის დიაფრაგმა, მაგნიტი და მასში მოძრავი კოჭა. როდესაც კოჭაზე ცვლად ძაბვას მოვდებთ იგი წარმოქმნის ცვლად მაგნიტურ ველს, რომელიც ხან მიიზიდავს დინამიკში არსებულ მაგნიტს და ხანაც განიზიდავს. მიზიდვა-განზიდვა გამოიწვევს დიაფრაგმის მოძრაობასაც. როდესაც დიაფრაგმა ირხევა, იგი განაპირობებს ჰაერის ტალღების წარმოქმნას, ამგვარი ტალღები კი სწორედ ის ინფორმაციაა, რასაც ჩვენ ბგერას ვეძახით და გვესმის.
მიკროფონი ზემოთ განხილული მუშაობის პრინციპის სარკისებურად მოქმედებს. ამ შემთვევაშიც გვაქვს დიაფრაგმა, კოჭა და მაგნიტი. როდესაც მიკროფონთან ახლოს რაიმე ბგერებს გადმოვცემთ, იგი ჰაერის ტალღების სახით ეჯახება დიაფრაგმას და ამოძრავებს მას. დიაფრაგმაზე მიმაგრებულია კოჭა, შესაბამისად, ისიც დაიწყებს მოძრაობას. მაგნიტურ ველში კოჭის მოძრაობა კი კოჭის ბოლოებზე გააჩენს ელექტრო მამოძრავებელ ძალას და საბოლოო ჯამში ჩვენ მიერ წარმოთქმული ხმოვანი სიგნალი, ელექტრულ სიგნალად გარდაიქმნება მიკროფონის საშუალებით.
მიკროფონისა და დინამიკს საკმაოდ ფართო გამოყება აქვს. წარმოუდგენელია სმარტფონები, ყურსასმენები, ტელევიზორები და ზოგადად ნებისმიერი აუდიო ტექნიკა მათ გარეშე.