კონდენსატორი / Capacitor
კონდენსატორი არის კომპონენტი, რომელიც გამოიყენება მუხტების დასაგროვებლად. თუ კონდესატორს მოვდებთ ძაბვას ის დაიწყებს დამუხტვას, ანუ მასში მოხდება მუხტების დაგროვება რაღაც რაოდენობით. კონდენსატორს აქვს ტევადობის სიდიდე და მაქსიმალური დასაშვები ძაბვის სიდიდე.
კონდენსატორი არსებობს სხვადასხვა ტიპის, ერთმანეთისგან კი აგებულებით და გამოყენებული მასალით განსხვავდება, მაგალითად: ელექტროლიტური, კერამიკული, პოლიესტერული.
რაც შეეხება კონდენსატორის აგებულებას, კონდენსატორი შედგება ორი გამტარი ფირფიტისაგან, რომელთა შორისაც მოთავსებულია დიელექტრიკი, (სწორედ ამ გამტარ ფირფიტაზე ხდება მუხტების დაგროვება) კერამიკული კონდენსატორის შემთხვევაში დიელექტრიკი კერამიკაა და გარშემოც კერამიკითაა დაფარული. ელექტროლიტური კონდენსატორის შემთხვევაში დიელექტრიკი ელექტროლიტია, ამას გარდა ელექტროლიტურ კონდენსატორს აქვს ცილინდრის ფორმა, რადგან მისი კარკასი რულონივითაა დახვეული, როგორც სურათზე ჩანს.
კონდენსატორის ტევადობა დამოკიდებულია: ფირფიტების ფართობზე, ფირფიტებს შორის მანძილზე და დიელექტრიკულ შეღწევადობაზე (დიელექტრიკული შეღწევადობა ახასიათებს ნებისმიერ ნივთიერებას და გვიჩვენებს რამდენად კარგად შეუძლია მოცემულ ნივთიერებას შთანთქას ელექტრული ველი). კონდენსატორის დამუხტვა და განმუხტვა არ ხდება მყისიერად მას სჭირდება გარკვეული დრო.
რაც მეტადაა კონდენსატორი დამუხტული მით მეტია ძაბვა მის ფეხებზე. კონდენსატორი იმუხტება მანამდე სანამ კონდენსატორის ფეხებზე არსებული ძაბვა არ გაუტოლდება ბატარეის ძაბვას. საწყის მომენტში კონდენსატორში გადის მაქსიმალური დენი და მოდებულია მინიმალური ძაბვა ხოლო ძაბვის ზრდასთან ერთად მცირდება გამავალი დენი.
ელექტროლიტურ კონდენსატორს გააჩნია პოლარობა, ანუ მას აქვს პილიუს და მინუს ფეხები, გრძელი ფეხი არის პლიუსი ხოლო მოკლე მინუსი, ასევე კონდენსატორ მინუს ფეხის გვერდით დატანილია თეთრი ხაზები რაც მის მინუს ფეხზე მიანიშნებს. კერამიკულ კონდენსატორს არ გააჩნია პოლორობა და მინი ფეხების ჩაერთება ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია. კერამიკული და ელექტროლიტური კონდენსატორების აღნიშვნაც განსხვავდება.