რა არის ელექტრული მუხტი ?
იმისთვის რომ შევძლოთ ელექტრული სქემებისა და კომპონენტების მუშაობის პრინციპების გააზრება აუცილებელია ვიცნობდეთ მათ ფიზიკურ შინაარსს. ელექტრული მუხტის ცნება მნიშვნელოვანია როცა განვიხილავთ რაიმე ელექტრულ მოვლენას მისი გამომწვევი მიზეზი კი ნივთიერებების შემადგენლობაში იმალება და სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ ნივთიერების შემადგენლობა. სამყაროში ნივთიერებები შედგება სხვადასხვა სახის ატომებისაგან, ხოლო თვითონ ატომები კი შედგებიან ატომბირთვებისა და ელექტრონებისაგან, ატომბირთვი შედგება პროტონებისგან და ნეიტრონებისგან.
ბუნებაში არსებობს ორი ტიპის მუხტი დადებითი (+) და უარყოფითი (-), პროტონებს დადებით მუხტად მოიაზრებენ ხოლო ელექტრონებს უარყოფითად. ნეიტრონებს არ გააჩნიათ ელექტრული მუხტი ანუ არიან ნეიტრალურები. ნეიტრალურია ატომი თუ მასში ელექტრონების და პროტონების რაოდენობა ტოლია. ნივთიერების დამუხტვა ნიშნავს რომ მაში შეიცვალა ელექტრონებისა და პროტონების ფარდობა ანუ ისინი ტოლი რაოდენობის აღარ არიან, შესაბამისად თუ ატომში ელექტრონები უფრო მეტია ვიდრე პროტონები იქნება უარყოფითად დამუხტული (-) ხოლო თუ პროტონების რაოდენობა მეტია ელექტრონებისაზე დამუხტულია დადებითად (+).
F – მუხტებს შორის მიზიდვის ან განზიდვის ძალა (ნიუტონი)
q1, q2 – მუხტების სიდიდე (კულონი)
r – მუხტებს შორის მანძილი (მეტრი)
k – კულონის მუდმივა რომელიც საერთაშორისო სისტემაში ტოლია – 9 × 109 Nm2/ C2
დამუხტული სხეულებს შორის ურთიერთქმედება ელექტრული ველის საშუალებით ხდება ხოლო მისი აღქმა ადამიანს არ შეუძლია ამიტომაც მას ძალწირების მეშვეობით გამოხატავენ, მსგასი ველის შესაგრძნობად შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი მაგნიტი რომლებიც ისე უნდა დავიჭიროთ რომ ერთმანეთი განიზიდონ და სწორედ მაშინ ვიგრძნობთ განზიდვის და ამ ძალწირებით გამოხატულ ძალას.