ტრანზისტორი / Transistor
თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია კომპიუტერების, პლანშეტების, ტელეფონების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გარეშე. მათი სრულყოფილი მუშაობა და არსებობაც კი დამოკიდებულია ერთ ძალიან საინტერესო კომპონენტზე რომელსაც ტრანზისტორი ქვია. რთული დასაჯერებელია მაგრამ ტრანზისტორების რაოდენობა ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობებში მილიონებს აჭარბებს. ნებისმიერი ახალი თაობის პროცესორი სწორედ იმიტომაა წინაზე უკეთესი რომ მასში ტრანზისტორების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. კომპიუტერები ჩვენს მიერ მითითებულ ბრძანებებს ეგრედ წოდებულ ლოგიკურ ელემენტებში ამუშავებენ და ამის შემდეგ ახორციელებენ ნებისმიერ პროცესს, იქნება ეს უბრალო შეკრება-გამოკლება თუ რაიმე რთული ოპერაცია, ლოგიკური ელემენტები კი სწორედ ტრანზისტორების გარკვეული წესით შეერთებაა. ამიტომ ამ კომპონენტის მუშაობის პრინციპის ცოდნა აუცილებელია ელექტრო ინჟინერისთვის.
ტრანზისტორებს, როგორც წესი, ორ ჯგუფად ყოფენ. ესენია ბიპოლარული ტრანზისტორი ( Bipolar Junction Transistor-BJT) და ველის ტრანზისტორი (Field Effect Transistor-FET) თავის მხრივ ბიპოლარული ტრანზისტორიც იყოფა ორ ტიპად. ესენია pnp და npn ტიპის ტრანზისტორები, ხოლო ველის ტრანზისტორები უფრო ფართო ტიპისაა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენს. თვითონ ტრანზისტორის სახელწოდება კი მომდინარეობს მისი თვისებიდან Transfer Resistror ანუ წინაღობის გადამცემი. ორივე ტიპის ტრანზისტორი თითქმის ერთსა და იმავე დროს შეიქმნა, მაგრამ პირველი ქარხნულად ველის ტრანზისტორი დაამზადეს და მისი შემქმნელია ამერიკელი ფიზიკოსი და ელექტრო ინჟინერი ედგარ ლილიენფილდი ხოლო ბიპოლარული ტრანზისტორები გამოიგონა სამმა მეცნიერმა, ესენია: უილიამ შოკლი, ჯონ ბარდინი და ვოლტერ ბრატეინი.