ღილაკი და გადამრთველი
ელექტრული სქემა ასრულებს თავის სამუშაოს მუდმივად სანამ დენი მიეწოდება, ხშირად გვჭირდება სქემის ან სქემის რომელიმე უბნის გათიშვა ან ჩართვა, შეიძლება უბრალოდ არ გვინდოდეს მისი მუშაობა ან გვინდოდეს დავზოგოთ ენერგია. ამ საქმის შესასრულებლად ყველაზე პრიმიტიული და მარტივი მეთოდი არის ღილაკის ან გადამრთველის გამოყენება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მექანიკურად ჩავრთოთ ან გამოვრთოთ წრედი.
ღილაკი და გადამრთველი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ღილაკი არის საწყის მდგომარეობაში გამორთული და მასზე ხელის დაწოლით ვრთავთ მანამ სანამ არ ავუშვებთ ხელს ანუ დაწოლის შემთხვევაში იკვრება წრედი მექანიკურად და დენს ეძლევა საშუალება გაიაროს წრედში.
არსებობს ფიქსირებადი ღილაკები, რომელიც ერთხელ დაწოლის შემდეგ ინარჩუნებენ პოზიციას და სანამ მეორედ არ დავაწვებით არ ითიშებიან.
გადამრთველს აქვს ძირითადად ორი პოზიცია, ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს გადართული. გადამრთველს აქვს სამი ფეხი, გადართვის შემთხვევაში დენი გაივლის შუა და იმ ფეხს შორის საითაცაა გადართული ხოლო თუ საწინააღმდეგო მხარეს გადავწევთ დენი შუა და მესამე ფეხს შორის გაივლის. გადამრთველის გამოყენება შეგვიძლია როგორც სქემის ჩამრთველ გამომრთველად ასევე ორი სქემის გადამრთველად, როდესაც ერთი სქემა იმუშავებს მეორე გაითიშება და როდესაც მეორე იმუშავებს პირველი გაითიშება.
ღილაკის და გადამრთველის სიმბოლური აღნიშვნები