ზენერის დიოდი
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჩვეულებრივ დიოდზე რომლის ფუნქციაც დენის მხოლოდ ერთი მიმართულებით გატარება იყო, შებრუნებულად ჩართვის შემთხვევაში კი დენს არ ატარებდა.
ზენერის დიოდი არის დიოდების ერთ ერთი სახეობა, მისი სახელი მომდინაროებს მელვინ ზენერის სახელიდან რომელმაც აღმოაჩინა ზენერის ეფექტი.
ზენერის დიოდი ძირითადად წააგავს ჩვეულებრივ pn ნახევარგამტარულ დიოდს, ის დენს ატარებს ანოდიდან კათოდისკენ ჩვეულებრივად, მაგრამ შებრუნების შემთხვევაში ჩვეულებრვი დიოდისგან განსხვავებით ატარებს გარკვეული სიდიდის ძაბვას, ამიტომაც მას ძაბვის რეგულატორადაც მოიხსენიებენ.
მაგალითად თუ გვაქვს 10 ვოლტიანი ზენერის დიოდი და კვებას მივაწვდით 5 ვოლტს ის არ გაატარებს დენს.
თუ მივაწვდით 10 ვოლტს გაატარებს დენს და დიოდზე მოდებული იქნება 10 ვოლტი.
ხოლო თუ მივაწვდით 10 ვოლტზე მეტს მასზე მაინც მოდებული იქნება 10 ვოლტი ძაბვა.