Nextion დისპლეი
რა არის Nextion დისპლეი
Nextion დისპლეი
არის Human Machine Interface
(HMI)
ტიპის, თაჩსქრინი წინაღობური ტექნოლოგიისაა. მასზე გრაფიკული
ინტერფეისის შექმნა შესაძლებელია მისივე პროგრამის გამოყენებით, რაც Nextion დისპლეის გამოყენებას
კიდევუფრო ამარტივებს.
არსებობს სხვადასხვა ტიპის Nextion ეკრანები 2,4 დან
7 ინჩამდე ზომის.
Nextion დისპლეის
აქვს ჩაშენებული ARM ტიპის
მიკროკონტროლერი რაც აკონტროლებს დისპლეის, მაგალითად ღილაკების, ტექსტის, სურათების
შენახვა და გენერირება ეკრანზე. Nextion
ეკრანს შეუძლია კომუნიკაცია ნებისმიერ მიკროკონტროლერთან 9600 გადაცემის
სიხშირით.
ასერომ Nextion-ის გამოყენება შესაძლებელია ისეთ მიკროკონტროლერებთან როგორიცაა Arduino, Raspberry Pi, ESP8266, ESP32 და სხვა.
Nextion დისპლეის შეძენა შეგიძლია ჩვენს მაღაზიაში
იმისთვის რომ მოხდეს ეკრანზე ინტერფეისის შექმნა საჭიროა
Nextion Editor პროგრამა რომლის გამოყენებითაც ეკრანზე შეგეძლებათ გამოიტანოთ ღილაკები,
სურათები, ტექსტი, ცვლილების მაჩვენებელი სისტემა და უამრავი სხვა მოდული.
ამ ეტაპზე ჩვენ გამოვიყენებთ ძირითადი სერიის 3,5 ინჩიან
ეკრანს.
Nextion Editor-ის
ინსტალირება
იმისთვის რომ დისპლეის გამოყენება შევძლოთ დაგვჭირდება
nextion editor-ის
გადმოწერა. გადმოწერისთვის შედით https://nextion.tech/
Download > Nextion Editor და
EXE Download გადმოწერის
შემდეგ დააინსტალირეთ თქვენს სისტემაზე.
ბიბლიოთეკა Arduino-სთვის
სანამ პროექტზე მუშაობას დაიწყებთ დაგჭირდებათ ბიბლიოთეკა
არდუინოს გარემოსთვის. მოცემული ბიბლიოთეკა არ არის იდეალური nextion ეკრანთან სამუშაოდ
განსაკუთრებით რთული პროექტებისთვის რადგან არ არის გამართული და ოპტიმიზირებული, თმცა მარტივი
პროექტებისთვის ბიბლიოთეკის გამოყენება შესაძლებელია. ბიბლიოთეკის გარეშე შესაძ₾ებელია
USART RX/TX პროტოკოლით
მართვა.
https://github.com/itead/ITEADLIB_Arduino_Nextion/archive/master.zip
ბიბლიოთეკის კონფიგურაცია
მოცემული ბიბლიოთეკა გამართულია MEGA2560 ისთვის. იმისთვის
რომ ბიბლიოთეკამ იმუშაოს Arduino
uno-ზე დაგვჭირდება მცირე ცვლილებების შეტანა.
- გახსენით ITEADLIB_Arduino_Nextion-master
- მონახეთ ფაილი NexConfig.h და გახსენით
- გააკომენტარეთ ხაზი 27,
//#define
DEBUG_SERIAL_ENABLE
- დააკომენტარეთ ხაზი 32
//#define dbSerial Serial
- შეცვალეთ ხაზი 37, როგორც ნაჩვენებია
#define nexSerial Serial
- შეინახეთ ცვლილებები ფაილში
- საბოლოო შედეგი ასეთ უნდა იყოს
Nextion ეკრანის დაკავშირება Arduino-სთან
პინების დაკავშირება საკმაოდ მარტვიაი, ეკრანის უკანა
მხარეს ოთხივე პინს აწერია სახელები +5V,
TX, RX, GND.
Nextion | Wiring to |
GND | GND |
RX | Arduino pin 1 (TX) |
TX | Arduino pin 0 (RX) |
VCC | 5V |
კვების მიწოდება ეკრანზე შესაძლებელია პირდაპირ არდუინოს
5V პინიდან თმცა რეკომენდებული
არ არის, არასაკმარისმა კვებამ შასაძლოა დააზიანოს ეკრანი, ასერომ ჯობია გამოიყენოთ
დამატებითი კვება მიკრო usb კაბელის
გამოყენებით 5V/1A.
არდუინოს და ეკრანის დაკავშირების სქემა:
არ გამოგრჩეთ შემდეგი სტატია სადაც Nextion დისპლეით გავაკეთებთ პროექტს.