ბატარეა და ელემენტი
ელემენტი არის მუდმივი ელექტრული დენის ერთ-ერთი წყარო. ელემენტში ხდება მუხტების განცალკევება რისი წყალობითაც ელემენტის პოლუსებზე ჩნედება პოტენციალთა სხვაობა ანუ ძაბვა.
პირველი ელემეტნი 1800 წელს გამოვიდა მას გალვანურ ელემენტს უწოდებდნენ შემქმნელის ლუი გალვანის საპატივსაცემოდ. გალვანური ელემენტი შედგება ორი ელექტროდისგან, ელექტროდები არის ლითონის მგალითად თუთია და სპილენძი. ისინი მოთავსებულები არიან მჟავაში და ხდება მუხტების განცალკევება ელექტროდებზე, რაც ქმნის ძაბვას. ელემენტები შესაძლოა სხვა ლითონებითაც იყოს შექმნილი. არსებობს აკუმულატორებიც რომლის დამუხტვა განმეორებითაც შეიძლება ელემენტებისგან განსხვავებით.
ასევე არსებობს ბატარეა რომელიც ელმენტთა დაჯგუფებას აღნიშნავს. როგორც ელემენტი ასევე ბატარეა ხასიათდება ტევადობითა და ძაბვის სიდიდით, ტევადობა არის თუ რამდენი დენის წარმოქმნა შეუძლია ბატარეას ერთი საათის განმავლობაში.
როგორც ავღნიშნეთ ბატარეა არის ძაბვის წყარო, მიუხედავად იმისა ის იქნება თუ არა შეერთებული სქემასთან ან რაიმე კომპონენტთან. ბატარეა აიძულებს დამუხტულ ნაწილაკებს რომ გადაადგილდნენ, ისევე როგორც წყლის ტუმბო აიძულებს წყალს, მილში გადაადგილებას.
იმისთვის რომ ბატარეამ იმუშაოს აუცილებელია წრედი რომელსაც ბატარეა ექნება მიერთებული იყოს შეკრული ანუ სქემას ბატარეა უერთდებოდეს როგორც პლიუს ასევე მინუს პოლუსებზე.