დიოდური ბოგირი
უკვე გავეცანით დიოდის რამდენიმე სახეობას და ვიცით რა არის დიოდის მთავარი თვისება. იგი დენს ატარებს ერთი მიმართულებით და გამოიყენება ცვლადი დენის მუდმივად გარდასაქმნელად. თუ დიოდს ჩავსვავთ ცვლადი დენის წრედში იგი გაატარებს მხოლოდ ერთი მიმართულების დენს, უკუ მიმართულებისას კი მოჭრის. მაგრამ რატომ უნდა დავკარგოთ უკუ მიმართულების დენი? ნუთუ არაა შესაძებელი ცვლადი დენი დაუკარგავად გარდავქმნათ მუდმივად? დიახ შესაძლებელია და ამისთვის იყენებენ ოთხი დიოდისგან შედგენილ სქემას, მას ბოგირი ეწოდება.
ბოგირულ შეერთებაში ოთხი დიოდია გამოყენებული და მათი შეერთება რომბს მოგვაგონებს. მას აქვს შესავალი და გამოსავალი ფეხები, შესავალ ფეხებზე ვაწვდით ცვლად დენს გამოსავალზე კი მივიღებთ მუდმივ დენს. განვიხილოთ ისი მუშაობის პრინციპი, დენს შესაძლოა ქონდეს ორი მიმართულება. ერთი მიმართულების შემთხვევაში გაიხსნება D4 და D3 დიოდები და დენი გამოვა გამოსავალზე ხოლო მეორე მიმართულების შემთხვევაში გაიხსნება D1 და D2 დიოდები და ამ შემთხვევაშიც დენი გამოსავალზე გვექნება. ამ შეერთების წყალობით არ დაიკარგება არცერთი მიართულების დენი და ცვლად დენს დაუკარგავად გარდავქმნით მუდმივად.