ლოგიკური ელემენტები
ლოგიკური ელემენტები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს წარმოადგენს ელექტრონიკაში, ყველა მოწყობილობა, კომპიუტერი ტელეფონი თუ რაიმე სხვა, ნებისმიერ ოპერაციას ლოგიკური ელემენტების საშუალებით ასრულებს. სულ არსებობს შვიდი ლოგიკური ელემენტი, ესენია: და(AND) ან(OR) არა(NOT) და-არა(NAND) ან-არა(NOR) გამომრიცხავი ან(XOR) და გამომრიცხავი ან-არა(XNOR). ამათგან სამი, და, ან, არა მთავარი ლოგიკებია, ხოლო ყველა დანარჩენი მათი გაერთიანებით მიიღება. აღნიშნულ სტატიაში სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.
განვიხილოთ და ლოგიკა და მისი მუშაობის პრინციპი. როგორც წესი მას აქვს ორი შესავალი და ერთი გამოსავალი ფეხი. შესავალ ფეხებზე ვაწვდით ლოგიკური ნულისა და ერთის კომბინაციას, ხოლო გამოსავალზე ვიღებთ ლოგიკურ ნულს ან ერთს. ლოგიკური ერთი არის იმ შემთხვევაში თუ ორივე შესავალ ფეხზე მივაწოდებთ ლოგიკურ ერთს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გვაქვს ლოგიკური ნული. არსებობს და ლოგიკის ჭეშმარიტების ცხრილიც, რომელიც ყველა შესაძლო კომბინაციის შედეგს გვიჩვენებს.
ან ლოგიკის მუშაობის პრინციპი ოდნავ განსხვავდება და ლოგიკისგან, მასაც და ლოგიკის მსგავსად აქვს შესავალ-გამოსავალი ფეხები. მის გამოსავალზე ლოგიკური ერთი არის იმ შემთხვევაში თუ შესავალი ფეხებიდან ერთ-ერთზე მაინც გვაქვს ლოგიკური ერთი, ხოლო ნული მაშინ თუ ყველა ფეხზე ლოგიკური ნულია. და ლოგიკის მსგავსად არსებობს ან ლოგიკის ჭეშმარიტების ცხრილიც.
შემდეგი ლოგიკური ელემენტია არა, მას ინვერტორსაც ეძახიან რადგან იგი ერთგვარი „შემბრუნებელია“. მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. მას მხოლოდ ერთი შესავალი და ერთი გამოსავალი ფეხი აქვს. თუ შესავალ ფეხზე მივაწვდით ლოგიკურ ერთს გამოსავალზე გვექნება ლოგიკური ნული, ხოლო შესავალზე ნულის არსებობის შემთხვევაში გამოსავალზე ლოგიკური ერთი გვაქვს. ანუ იგი შეატრიალებს ლოგიკური დონის მნიშვნელობას.