მზის პანელები
დღეს სამყარო ელექტროენერგიის მოხმარების გარეშე წარმოუდგენელია, კომუნიკაცია, მატერიალური პირობები, საკვები, გადაადგილება, ურთიერთობები, სამსახური და სხვა, ძირითადად დამყარებულია ელექტროენერგიის მოხმარებაზე.
ამიტომაც საჭიროა დედამიწაძე ხდებოდეს ელექტროენერგიის გამომუშავება, ეს პროცესები 1800 წლიდან დაიწყო და ყოველდღიურად ვითარდება, ჩვენი სურვილია მეტი ენერგიის გამომუშავება და ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება ასევე ისეთი რესურსის გამოყენება რომელიც არ არის ამოწურვადი. ამჟამად მზის ენერგია არის ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა და ადვილად ასათვისებელი ენერგიის წყარო სწორედ ამიტომ კომპანია Tesla-მ შექმნა Tesla Gigafactory, ქარხანა სადაც lithium-ion-ის ბატარეები და ავტომობილები მზადდება, ქარხანა კი სრულიად მომარაგდება მზის პანელების მიერ გენერირებული ელექტროენერგიით და სხვა ეკოლოგირად სუფთა ენერგიით გენერირებული დენით.
გასაგებია რომ მზის პანელები მზის ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად, მაგრამ საინტერესოა როგორ ხდება ეს პროცესი ან როგორ არის მოწყობილი მზის პანელი.
ფოტოვოლტატიკური მოდული (Photovoltaic modules) ხშირად წოდებული როგორც მზის მოდულები (პანელები) არის მთავარი კომპონენტი მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდასქმნელად.
მზის პანელები დამზადებული ნახევარგამტარული მასალით მსგავსად ჩიპების, დიოდებისა და სხვა ელექტრონული კომპონენტებისა. ამჟამად ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნახევარგამტარები მზადდება სილიციუმის კრისტალისგან (silicon crystal).
სილიციუმის კრისტალი ლამინირებულია p და n ტიპის ნახევარგამტარებად და დაწყობილია ჰორიზონტალურ ფენებად. სინათლის დანათება კრისტალზე იწვევს ფოტოვოლტატიკურ ეფექტს (photovoltaic effect) და გამომუშავდება ელექტროენერგია.
მზის პანელებით გამომუშავებული დენი არის მუდმივი დენი (DC) და მისი შენახვა ბატარეებშია შესაძლებელი. სახლებისთვის გათვლილ მზის პანელების სისტემას აქვს მუდმივი დენის ცვლად დენად გარდამქმნელი რათა გამოვიყენოთ სახლში ელექტროენერგიის მოხმარებისთვის.
ჩვენ უკვე ვახსენეთ რომ ძრავების მექანიკურა დატრიალების შემთხვავაში ხდება დენის გამომუშავება ასევე მიკროფონის გამოყენება შეგვილია დინამიკად და იგივე შეგვიძლია ვთქვათ მზის პანლებზე, მარტივად რომ ვთქვათ მზის პანელები დამზადებულია შუქდიოდებისგან რომლეთაც შებრუნებული ფუნქციით იყენებენ,
ანუ თუ შუქდიოდს მივაწვდით დენს იგი ელექტროენერგიას გარაქმნის სინათლედ და თუ შუქდიოდს დავანათებთ სინათლე იგი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რათქმაუნდა ჩვეულებრივი შუქდიოდების მზის პანელებად გამოყენება არ არის კარგი იდეა რადგან ისინი ამ ფუნქციისთვის არ არის კონსტრუქტირებული და ასევე მზის პანელების გამოყენება სინათლის წყაროდ არ არის კარგი იდეა თუმცა იმის საჩვენებლად რომ მზის პანელებს შუძლიათ განათება მიაწოდეთ მას დენი და შეხედეთ ხილული სინათლის ფილტრ მოცილებული კამერით ნახავთ როგორ დაიწყებს განათებას.
იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ შუქდიოდის შემთხვევაში დაანათეთ მას სინათლე და გაზომეთ ძაბვა მულტიმეტრის გამოყენებით.