მცველები
როგორც ვიცით, ელექტრული სქემა ერთმანეთთან დაკავშირებულ კომპონენტებს წარმოადგენს, გარკვეული ლოგიკის მიხედვით. მიუხედავად იმისა სქემა გამართულია თუ არა, მაინც არ ვართ დაზღვეული “უბედური შემთხვევისგან”.
უბედურ შემთხვევაში იგულისხმება მოკლე ჩართვა, კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლა, მაღალი დენისა და ძაბვის მივარდნა და ა.შ. ამიტომ ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად შექმნილია სხვადასხვა დამცველი, ელექტრული კომპინენტები, რომლებიც თავიანთი გარკვეული თვისებების დახმარებით იცავენ ჩვენ მიერ აწყობილ სქემას. ასეთი კომპონენტებია : მინის მცველი, ვარისტორი, ავტომატური ამომრთველი და ა.შ. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
მინის მცველი
მინის მცველი ყველაზე მარტივი აგებულების მცველია. იგი წარმოადგენს მინის კარკასში ჩასმულ წვრილ სადენს. როდესაც სქემაში დიდი დენი გაივლის, ან მოხდება მოკლე ჩართვა მასში მყოფი სადენი გაწყდება, სქემას აღარ მიეწოდება ენერგია და სქემა შეწყვეტს მუშაობას.
მინის მცველი ხასიათდება ორი მნიშვნელობით მაქსიმალური ძაბვა და დენი რასაც ის უძლებს.
ვარისტორი
ვარისტორი ძირითადად კონკრეტული (შედარებით ძვირადღირებული) კომპონენტის დასაცავად გამოიყენება. მას დასაცავი კომპონენტის პარალელურად აკავშირებენ. ვარისტორს გააჩნია თვისება, რომლის მიხედვითაც: თუ სქემაში დიდი დენი გაივლის ვარისტორის წინაღობა საგრძნობლად იკლებს. ამ თვისებიდან გამომდინარე, როდესაც დასაცავ კომპონენტთან დიდი დენი მიდის და ამ დროს მასთან პარალელურად ვაროსტორია ჩართული, დენის დიდი ნაწილი ვარისტორში გაივლის (რადგან დენი ყოველთვის მარტივ გზას ირჩევს) და დასაცავი კომპონენტი გადარჩება, რადგან ვარისტორს ასეთ მომენტში წინაღობა უმცირდება ( პარალელური ჩართვისას დენი და წინაღობა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია).
ავტომატური ამომრთველი
ავტომატური ამომრთველი წარმოადგენს პლასტმასის კორპუსში ჩამონტაჟებულ გარკვეულ სისტემას. მასში გამოყენებულია კოჭა, მასზე დამაგრებული გამტარები და გადამრთველის ფეხები. როდესაც ამომრთველში დიდი სიდიდის დენი გაივლის, კოჭა და მასზე მიმაგრებული გამტარი გათბება. გათბობისას მეტალები დეფორმირდებიან, ამიტომ მეტალი, რომელიც გადამრთველთან არის დაკავშირებული მას მოცილდება, კონტაქტს გაწყვეტს და სქემაში დენს აღარ შეუშვებს. აღსანიშნავია, რომ ავტომატური ამომრთველები მრავალჯერადია, როდესაც დენი დასტაბილურდება, მეტალი კვლავ პირვანდელ ფორმას დაიბრუნებს და შეგვეძლება ისევ ჩავრთოთ სქემა.
დამცველად ზოგ შემთხვევაში NTC ტიპის თერმისტორსაც იყენებენ ხოლმე. როდესაც სქემაში დიდი დენია (ან მოკლე ჩართვა) ამ დროს ელექტრონები დიდი სიჩქარით იწყებენ მოძრაობას რაც სითბოს სახით ვლინდება და კომპონენტები ხურდება. ამ დროს ხურდება თერმისტორიც. NTC ტიპის თერმისტორის გახურებისას მისი წინაღობა იკლებს, ამიტომ მოკლე ჩართვისას დენის დიდი ნაწილი თერმისტორთან მივა და სქემა გადარჩება.