რა არის ელექტრული დენი ?
ელექტრული დენის განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია ელექტრული დენის გარეშე რომელიმე სქემამ ან კომპონენტმა იმუშაოს, ასე რომ აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ საკითხს. ელექტრული დენი ეწოდება ელექტრული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას, ანუ როდესაც ელექტრონები სადენში ერთი მიმართულებით მოძრაობენ ეს არის დენი. დამუხტული ნაწილაკებმა რო დაიწყონ მოძრაობა აუცილებელია სადენის ბოლოებზე მოვდოთ ძაბვა, მაგალითად ბატარეა. იმისთვის რომ გაგვიმარტივდეს დენის მცნდების გაგება შეგვიძლია გამოვიყენოთ წყლის მაგალითი, როგორც წყალი (დენი) მოძრაობს ერთი მიმართლებით წყლის მილში (სადენში) და როგორც წყლის ტუმბო აწვება წყალს ასევე „აწვება“ ბატარეა დენს.
დენის ძალის ერთეული საერთაშორისო სისტემაში არის ამპერი (A).
დენის ძალის გამოსათვლელად იყენებენ შემდეგ ფორმულას:
I=q/t
I – დენის ძალა (ამპერი)
q – მუხტის სიდიდე (კულონი)
t – დრო რომლის განმავლობაში განიკვეთში გადიოდა მუხტი (წამი)
დენი არის სადენში დროის ერთეულში გამავალი ნაწილაკების რაოდენობა.
ელექტრული დენის წრედში მოძრაობას განვიხილავთ პლიუსიდან მინუსის მიმართულებისკენ.