როგორ შევუკვეთოთ pcb სქემა ?
წინა პოსტში განვიხილეთ თუ რა არის pcb და რა მეთოდებით ხდება მისი დამზადება.
ახლა დროა ვნახოთ, როგორ ხდება შეკვეთის გაფორმება და რა გვჭირდება ამისთვის.
პირველ რიგში საჭიროა დახაზული გვქონდეს სქემა რომლის დამზადებაც გვჭირდება. სქემის დასახაზად არსებობს მრავალი პროგრამა და ასევე ვებგვერდები. ერთ-ერთი პროგრამის გაკვეთილები შეგიძლიათ ნახოთ ამავე ვებგვერდზე. მას შემდეგ რაც დავხაზავთ სქემას უნდა დავაექსპორტოთ gerber ფაილები, რომლებიც საჭიროა შეკვეთის გასაკეთებლად.
მივყვეთ ეტაპობრივად შეკვეთის პროცედურას. შევდივართ jlcpcb.com-ზე. მოცემული ვებ გვერდი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია, რომელიც ამზადებს pcb-ს. დამზადების დრო არის 24 საათი.
Dimensions ში ვირჩევთ თუ რა ზომის უნდა იყოს სქემა მილიმეტრებში, მაგალითად 100×100 მმ, Quantity-ში ვირჩევთ თუ რა რაოდენობის სქემა გვინდა. layers ანუ ფენები ნიშნავს, რა რაოდენობის ფენა უნდა იყოს სქემაზე, ძირითადად სამოყვარულო სქემები არის 2 ფენიანი. Thickness კი არის pcb დაფის სისქე.
შემდეგი ნაბიჯი უკვე gerber ფაილების ატვირთვაა და საიტზე ავტომატურად გამოჩნდება თუ როგორ გამოიყურება სქემის ორივე ფენა.
შემდეგი ნაბიჯი არის ყველა საჭრო პარამეტრის დაკონფიგურება, ზომები, მასალა, ფერი, რაოდენობა და სხვა. ამ მონაცემების დარეგულირება ხდება თქვენი სურვილისამებრ თუ რა ტიპის უნდა იყოს pcb.
jlcpcb.com-მა უკვე დაამატა SMT Assembly, რაც გულისხმობს კომპონენტების ქარხნულად სქემაზე დალაგებასა და დარჩილვას. პირველი 1000 მომხმარებლისთვის ეს სერვისი იქნება უფასო.
მას შემდეგ რაც ყველა პარამეტრს დავარეგულირებთ, ავტვირთავთ gerber ფაილს დროა შეკვეთა გავაფორმოთ, უნდა მივუთითოთ შეკვეთის მიღების მისამართი, გადახდის მეთოდი და ამანათის გამოგზავნის მეთოდი. შეკვეთის გაფორმების შემდეგ კომპანიის ტექნიკური ჯგუფი გადაამოწმებს თქვენს სქემის ნახაზს რათა არ ჰქონდეს რაიმე უზუსტობა და ამ პროცედურების შემდეგ 24 საათში დამზადდება სქემა და გამოიგზავნება თქვენს მისამართზე.
შეგახსენებთ რომ jlcpcb.com-ზე 5 ერთეული სქემის დამზადება ღირს 2$. სქემის დამზადება და გამოგზავნა მისამართზე 24 საათზე ნაკლებ დროში ხდება. იმ შემთხვევაში თუ სქემა იქნება ცუდად დაბეჭდილი ან ექნება რაიმე სახის ხარვეზი თანხას სრულიად უკან დაგიბრუნებენ.