წინაღობა / Resistor
ელექტრონების გადადგილებ ნივთირებეაში არის შეძღუდული, ელექტრონებს მოძრაობაში ხელს ატომები უშლიან რადგან ელექტრონს რომელსაც გზაში ატომი ხვდება მასში გავლა არ შუძლია, ატომები კი შეზღუდულ არეალში ირხევიან და ელექტრონებს არ აცდიან თავისუფალ გადაადგილებას. რაც მეტია ნივთირებაში დაბრკოლება მით ნაკლები დენის ძალა გვექნება ერთნაირი ძაბვის დროს, ამიტომაც გამტარის კლასიფიცირება ხდება ელექტრული წინაღობის სიდიდით.
ანალოგიის მოსაყვანად ისევ გამოვიყენოთ წყლის მაგალითი, ჩვენ თუ წყლის მილში ჩავყრით კენჭებს ან რაიმე დაბრკოლებას მით უფრო შემცირდება წყლის სიჩქარე, რაც უფრო მეტი იქნება დაბრკოლება. ასე რომ კენჭები წარმოადგენს წყლისთვის დაბრკოლებას, ელექტრული წინაღობას კი განსაზღვრავს გამტარში არსებული ატომები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ელექტრული მუხტების გადაადგილებას.
რადგან ყველა ნივთიერება შედგება სხვადასხვა ატომებისგან განსხვავდება მათი წინაღობაც. როგორც მილში შეგვიძლია მილის სისქისა და სიგრძის ცვლილებით ვცვალოთ წყლის სიჩქარე ასევე სადენის ზომების ცვლილებით ვცვლით დენის სიდიდეს.
წინაღობის ერთეულია ომი და აღმნიშვნელი სიმბოლოა Ω.
წინაღობა რიალურად არის გრძელი სადენი რომელიც დახვეულია მცირე ზომაზე. წინაღობა სქემაში გამოიყენება ძირითადად დენის ძალის შესამცირებლად, მაგალითად გვაქვს ნათურა რომელიც ვერ უძლებს დიდ დენს და გვაქვს დიდი დენი, რომელიც უნდა შევამციროთ, რათა არ გადაიწვას ნათურა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია წინაღობის გამოყენება შესაბამისი სიდიდით.
წინაღობებს აქვთ სხვადასხვა სიდიდე ანუ ერთეული რომელიც ამცირებს დენს, მაგალითად: 100 ომი, 200 ომი, 10 000 ომი და ასე შემდეგ. ვინაიდან რთულია დიდი ციფრების გამოსახვა და არ არის პრაქტიკული ამიტომაც იყენებენ პრეფიქსებს რომლებიც განსაზღვრავს ერთეულის ზომას მაგალითად კილო (კ) რომელიც ტოლია 1000-ის ანუ თუ გვექნება 1კილო ომი, ნიშნავს რო ეს წინაღობა არის 1000 ომი.
წინაღობებში სიდიდის გაგება ხდება მასზე დატანილი ფერების კოდის მიხედვით.
ავტოატური გამომთველი კალკულატორის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე წინაღობის კალკულატორი