7 Segment display
7 სეგმენტა დისპლეი არის უმარტივესი ფორმა ელექტრონული დისპლეების, რომელიც გამოიყენება ციფრების გამოსასახად.
7 სეგმენტა ხშირად გამოიყენება ელექტრონულ საათებში, ელექტრონულ გამზომებში, კალკულატორებში და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში, რომლებისთვისაც საჭიროა ციფრების გამოსახვა.
შვიდ სეგმენტას ისტორია ჯერ კიდევ 1903 წლიდან იწყება. 7 სეგმენტას პირველი ვერსია მხოლოდ მექანიკური იყო და მასზე სიმბოლოების გამოსაკვეთად დაფების მექანიკურად გადაწევა იყო საჭირო, მსაგვსი მექანიზმი დღესაც გვხვდება ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურთან. 7 სეგმენტას წინაპრად შეიძლება nixie tubeც მოვიხსენიოთ, რომელიც დღესაც პოპლუარულია რეტრო სტილის დევაისებში.
7 სეგმენტა დისპლეიში მოცემულია 7 შუქდიოდი რომელიც თითო სეგმენტს წარმოადგენს ანუ თუ ავანთებთ ერთ შუქდიოდს აინთება ერთი სეგმენტი, მსგავსი შუქდიოდების ანთების კომბინაციით კი შეგვიძლია 0 დან 9 მდე სიმბოლოების გამოსახვა.
7 სეგმენტა დისპლეი არსებობს ორი სახის საერთო კათოდიანი და საერთო ანოდიანი, რაც ნიშნავს რომ 7 შუქდიოდი რომელიც გამოყენებულია 7 სეგმენტაში მათი ან პლიუს ან მინუს ფეხები არის გაერთიანებული. საერო კათოდიანში გაერთიანებულია შვიდივე შუქდიოდის მინუსი და თუ გვინდა ავანთოთ რამდენიმე შუქდიოდი ერთდროულად 7სეგმენტას მინუს ფეხს მივაწვდით მინუს ხოლო პლიუს იმ ფეხებს რომლის ანთებაც გვენდომება.
ზოგიერთ შვიდ სეგმენტას დატანილი აქვს წერტილის სეგმენტიც იმ შემთხვევაში თუ დაგვჭირდა ორი ან მეტი 7 სეგმენტას გამოყენება და მათზე არამთელი რიცხვების გამოსახვა. ასევე არსებობს სხვადასხვა ფერის შვიდ სეგმენტა და RGB-იც რომელის შედარებით კომპლექსური არქიტექტურისაა. 7 სეგმენტას პრინციპზე არის შექმნილი სხვადასხვა ტიპის სეგმენტური დისპლეები.
შვიდ სეგმენტას გამოყენებით ბევრი საინტერესო პროექტის შექმნა შეიძლება რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ 🙂
Tron.ge