H bridge
H ხიდი გამოიყენება მუდმივი დენის ძრავის (DC) ბრუნვის მიმართულების კონტროლისთვის. მუდმივი დენის ძრავის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, თუ მას ერთ ფეხზე მივაწვდიტ პლიუს, ხოლო მეორე ფეხზე მინუს ძაბვას იგი დატრიალდება ერთი კონკრეტული მიმართულებით და თუ ძაბვის პოლუსებს შევცვლით საპირისპირო მიმართულებით. თუმცა ყოველ ჯერზე კვების ფეხების ცვლილება ძალიან მოუხერხებელია, ამიტომ იყენებენ ეგრედ წოდებულ ხიდურ ჩართვას, რისი საშუალებითაც ადვილად ვმართავთ ძრავის ბრუნვის მიმართულებას.
განვიხილოთ H ხიდის მარტივი სქემა ოთხი ჩამრთველის მაგალითზე .(სურათი 1) თავდაპირველად ოთხივე ჩამრთველი გათიშულია. ამიტომ ძრავის არცერთ ფეხზე არაა ძაბვა და შედეგად ძრავაც არ ტრიალებს. თუ ჩავრთავთ S1 და S3 ჩამრთველებს ძრავის ორივე ფეხზე იქნება ძაბვის პლიუს პოტენციალი და ძრავი ამჯერადაც არ დატრიალდება, იგივე შედეგი იქნება S2 და S4 ჩამრთველებზე, რადგან ორივე ფეხზე იქნება მინუს ძაბვა. მაგრამ თუ ჩავრთავთ S1 და S4 ჩამრთველებს ძრავის ერთ ფეხზე გვექნება პლიუს ძაბვა, მეორეზე მინუსი და ძრავა დატრიალდება კონკრეტული მიმართულებით, S3 და S2 ჩამრთველების ჩართვის შედეგად კი ძრავის ფეხებზე საპირისპირო ძაბვა მოედება და ძრავა დატრიალდება მეორე მიმართულებით. შედეგად ძრავის ბრუნვის მიმართულებას გავაკონტროლბთ ჩვენი სურვილისამებრ.
ზემოთ აღნიშნული სქემის უკეთესი ვერსია შედგება ოთხი ტრანზისტორისგან. ამ ოთხიდან ორი npn ტიპისაა, ორი კი pnp. (სურათი 2) მარცხნივ მდგომი ტრანზისტორების ბაზები გაერთიანებულია, ასევე გაერთიანებულია მარჯვნივ მდგომი ტრანზისტორების ბაზები. სქემის ეს ნაწილი შემავალ ფეხებს წარმოადგენს, რომლებზეც ვაწვდით პლიუს ან მინუს ძაბვას. თუ ორივე შესავალზე მივაწვდით პლიუს ძაბვას გაიხსნება Q3 და Q4 ტრანზისტორები და ძრავი არ დატრიალდება. თუ ორივე შესავალზე გვექნება მინუს ძაბვა გაიხსნება Q1 და Q2
ტრანზისტორები და ძრავა კვლავ არ დატრიალდება. ხოლო თუ პირველ შესავალზე მივაწვდით პლიუს მეორეზე კი მინუს ძაბვას ამჯერად გაიხსნება Q2 და Q3 ტრანზისტორები და ძრავი დატრიალდება ერთი მიმართულებით და თუ შესავალ ფეხებზე ძაბვას შევცვლით გაიხსნება Q1 და Q4 ტრანზისტორები და ძრავი საპირისპირო მიმართულებით განაგრძობს ტრიალს.
აღნიშნული სქემა საკმაოდ ხშირად გამოიყენება, რის გამოც შეიქმნა H ხიდის მიკროჩიპი და მისი მოდული, რომელითაც შესაძლებელია ორი ძრავის ბრუნვის მიმართულების მართვა. მოდულზე გამოყვანილია შესავალ გამოსავალი, კვების, რეგულატორის და სხვა სამართავი ფეხები.