სამაკეტო დაფა (Breadboard)
სამაკეტო დაფა არის მყარი კონსტრუქცია რომელის საშუალებას გვაძლევს მარტივად ავაწყოთ მასზე ელექტრული სქემა სარჩილავისა და შედუღების გარეშე. სამაკეტო დაფას იყენებენ როგორც დამწყებები ასევე პროფესიონალები რადგან მისი გამოყენება სხვა მეთოდებისგან განსხვავებით მოითხოვს ნაკლებ დროს სქემის ასაწყობად. მასზე მარტივად შეგვიძლია კომპონენტების გადაადგილება, ამოერთება და ჩაერთება. სამაკეტო დაფები არის სხვადასხვა ზომის თუმცა ყველაზე გავრცელებული არის სურათზე მოცემული ზომის.
აქვს ორი ჰორიზონტალური ხაზი ზემოთ და ორი ქვემოთ, მათ შორის კი არის ვერტიკალურად დაკავშირებული სადენები. როდესაც გვინდა რომ კომპონენტების ან სადენების ფახები იყვნენ ერთმანეთთან მიერთებული უნდა ჩავაერთოთ ისე რომ იყვნენ ერთ ხაზში. მაგალითად ზედა ვერტიკალურ ხაზში მთელს სიგრძეზე ჩაერთებული სადენები ან კომპონენტები იქნებიან დაკავშირებული, ხოლო შუა ვერტიკალურ ზოლში არის ხუთი ხვრელი რემელში ჩაერთებული ფეხებიც იქნება ერთმანეთთან მიერთებული.
როგორც ხედავთ ზედა და ქვედა ვერტიკალურ ხაზებს აქვს ლურჯი და წითელი ხაზები და აწერია – და + ნიშანი, ვინაიდან სქემაზე კვების მიერთება მნიშვნელოვანია და შესაძლოა ბევრი კომპონენტს დასჭირდეს ცალ-ცალკე კვების მიყვანა ამიტომაც არის ძირითადად გათალისწინებული ზედა და ქვედა ზოლები კვების (ბატარეის) მისაერთებლად, თუმცა მათ გამოყენებაში არავინ გზღუდავთ და შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ.
შუაში სამაკეტო დაფა არის გაყოფილი რაც გვიადვილებს სხვადასხვა ტიპის ჩიპებთან მუშაობას რადგან მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ჩიპის ფეხები არ იყოს ერთმანეთთან მიერთებული. სამაკეტო დაფის შუა გაყოფილი ნაწილი არის მორგებული ზომებში უმრავლეოსობა ჩიპის ზომებს ასერომ არ გაგიჭირდებათ ჩიპის შუა ნაწილში ჩაერთება.
სამაკეტო დაფას გვერდითა ნაწილებზე აქვს შემაერთებლები რისი გამოყენებითაც შესაძლებელია ორი დაფის გაერთიანება, იმ შემთხვევაშ თუ დაგჭირდათ მეტი სამუშაო არეალი. ასევე სამაკეტო დაფის უკანა ნაწილი დაფარულია წებოვანი ფენით და სტიკერის აძრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დააწებოთ თქვენთვის სასურველ ადგილას თუ გჭირდებათ რომ დაფა იყოს სტატიკურად.