ცვლადი წინაღობა / Potentiometer
პოტენციომეტრი არის ცვლადი წინაღობის მქონე წინაღობა. მისი გამოყენებით მექანიკურად შეგვიძლია წინაღობის შეცვლა. პოტენციმეტრი არსებობს სხვადასხვა სისიდის მაგალითად 10 Kohm-იანი სადაც 0 დან 10 000 ომამდე შეგვიძლია დავაყენოთ წინაღობა. პოტენციომეტრის სქემატური აღნიშვნა მოცემურია სურათზე.
პოტენციომეტრი არსებობს სხვადასხვა კონსტრუქციის და ზომის, და მისი გამოყენება მოცემული საჭიროებიდან გამომდინარე ხდება.
პოტენციმეტრს ჩვენს გარშემო დიდი გამოყენება აქვს, ჯოისტიკის კონსტრუქცია სწორედ ორი პოტენციომეტრის გამოყენებით მუშაობს, დინამიკებში ხმის აწევა დაწევა პოტენციომეტრის გამოყენებით ხდება, მუსიკალურ კონტროლერებში პოტენციომეტრი დიდ როლს ასრულებს…
პოტენციმეტრს აქვს სამი ფეხი. შუა ფეხის გამოყენება აუცილებელია რადგან ის არის მცოცი ფეხი, რომელიც არეგულირებს წინაღობის სიდიდეს, ხოლო მეორე ფეხი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა.
სურათზე მოცემულია შიდა სქემა, თუ როგორ გამოიყურება პოტენციომეტრი.
იმ შემთხვევაში თუ პოტენციომეტრის მცოც ფეხს გადავიყვანთ მარჯვენა მხარეს დენს არ მოუწევს დიდი გზის გავლა და შესაბამისად ნაკლები წინაღობა ექნება პოტენციომტრს.
პოტენციომეტრის მცოცი ფეხის შუა ნაწილში გაჩერება ნიშნავს რომ დენს მოუწევს გაიაროს გზის ნახევარი და შესაბამისად პოტენციომეტრის წინაღობა იქნება მისი სიდიდის ნახევარი.
იმ შემთხვევაში თუ პოტენციომეტრის მცოც ფეხს გადავწევთ მაქსიმალურად მარჯვნივ მას ექნება მაქსიმალური წინაღობა, რადგან დენს მოუწევს მთლიანი წინაღობის გავლა.
მაგალითები მოცემულია იმ შემთხვევაში თუ ვიყენებთ პოტენციომეტრის A და W ფეხებს.