RGB შუქდიოდის ანთება
RGB (Red Green Blue) შუქდიოდი არის სამი led ნათურის კომბინაცია (წითელი, მწვანე ლურჯი) რომელიც გაერთიანებულია ერთ შუქდიოდში. ამ სამი ფერის კომბინაციით შესაძლებელია ნებისმიერი ფერის მიღება. RGB შუქდიოდის გამოყენებით რათქმაუნდა შესალებელია წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის განათება, მაგრამ სხვა ფერის მისაღებად საჭიროა ამ სამი ფერის განათების ინტესიობის შეცვლა.
რადგან სამივე შუქდიოდი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან ჩვენ მათი ფერების კომბინაციას აღვიქვამთ და არა ცალკეულ ფერებს. სამივე ფერის მაქსიმალური სიკაშკაშით ანთების შემთხვევაში ვიღებთ თეთრ ფერს.
RGB შუქდიოდებს აქტიურად იყენებენ ბილბორდებში, დიდ ეკრანებში, ოთახის განათებაში, გეიმინგ ტექნიკაში….
RGB შუქდიოდი არის ორი ტიპის: საერთო კათოდიანი და საერთო ანოდიანი.
საერთო კათოდიანში შუქდიოდების სამივე მინუსი გაერთიანებულია და პლიუს ძაბვის მიწოდებით ხდება შუქდიოდების მართვა. ხოლო საერთო ანოდიანში შუქდიოდების სამივე პლიუს ფეხი გაერთიანებულია და მინუს ძაბვის მიწოდებით ხდება შუქდიოდების მართვა.
RGB შუქდიოდს აქვს 4 ფეხი, გრძელი ფეხი არის საერთო კათოდების (-) ან ანოდების (+) ხოლო დანარჩენი სამი ფეხი წითელი, მწვანე და ლურჯი შუქდიოდების.
სქემის ასაწყობად დაგვჭირდება:
სამაკეტო დაფა
ბატარეა
სადენები
RGB შუქდიოდი
პოტენციომეტრი 3x
წინაღობა 100 ohm 3x
სქემაში მოცემულია საერთო კათოდიანი RGB შუქდიოდი, რომლის ყველაზე გრძელი ფეხი (საერთო კათოდი) მმიყვანილია მინუსთან. დანარჩენი ფეხები მიყვანილია ცვლადი წინაღობის შუა ფეხებთან ხოლო ცვლადი წინაღობის მარცხენა ფეხი მინუსში და მარჯვენა პლიუსში. ცვლადი წინაღობის (პოტენციომეტრის) მნიშვნელობის ცვლილებით ვარეგულირებთ ფერების სიკაშკაშეს. პირველი ცვლადი წინაღობა არეგულირებს მწვანეს, მეორე ლურჯს და მესამე წითელი შუქდიოდის ფეხს.
მსგავსი სქემით შეგვიძლია RGB შუქდიოდზე ნებისმიერი ფერის ანთება.