რა არის რობოტი ?
რობოტი არის მანქანა, რომლის მოვალეობაა შეასრულოს ერთი ან მეტი დავალება დამოუკიდებლად, სწრაფად და მაღალი სიზუსტით. არსებობს მრავალი სახის რობოტი განსხვავებული დავალებებითა და ვიზუალით.
რობოტები, რომლების განასახიერებენ ადამიანებს ეწოდებათ ანდროიდები, თუმცა რობოტების უმრავლესობა სულაც არ არის ადამიანს დამსგავსებული. მაგალითად საწარმოო რობოტები შექმნილია რათა განმეორებით აკეთოს ერთი და იმავე საქმე, ამიტომაც არ იქნება მოსახერხებელი ადამიანის ფორმის რობოტის შექმნა ამ საქმისთვის.
boston dynamics არის კომპანია რომელიც ცდილობს შექმნას ადამიანებსა და ცხოველებთან მაქსიმალურად მიმსგავსებული რობოტები, მათ შექმნეს რამდენიმე სახის რობოტი, რომლების ნამდვილად მიმსგავსებულია ცხოველების და ადამიანების მოძრაობებს.
რობოტები ხშირად არის უსადენო გადაცემით მართვადი ადამიანის მიერ, თუმცა არსებობს რობოტები რომლებიც მოქმედებს როგორც ცალკე სისტემა, მსგავს რობოტებს ჩაშენებული აქვთ ხელოვნური ინტელექტი (AI) რაც გულისხმოს ავტომატურ სწავლას და განვითარებას გარემოდან გამომდინარე და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
პირველი გამოშვების რობოტები 1970იანი წლებით თარიღდება, ისინი სტატიკური, არაპროგრამირებადი და სენსორების გარეშე იყო.
სიტყვა რობოტი პირველად გამოყენებული იყო 1920 წელს დაწერილ სამეცნიერო ფანტასტიკაში და მას შემდეგ გავრცელდა სიტყვა რობოტი.
მწერალმა ისააკ აზიმოვმა ჩამოაყალიბა სამი კანონი რომელსაც რობოტი უნდა ემორჩილებოდეს:
- რობოტმა არ შიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს მისი ქმედებით ან უმოქმედობით.
- რობოტი უნდა დაემორჩილოს მასზე დაკისრებულ ბრძანებს თუ ეს ბრძანება არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს.
- რობოტმა უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.
რობოტის შესაქმნელად საჭიროა ვიცოდეთ ელექტროინჟინერია (თუმცა კომპლექსური რობოტის შესაქმნელად საჭიროა სხვა მრავალ პროფესიის ადამიანი: პრგრამირება, მექანიკური ინჟინერია, დიზაინი, ანატომია…)
ჩვენს საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ საჭირო ინფორმაციას ელექტროინჟინერიის შესასწავლად, რაც შემდგომში მოგცემთ საშუალებას შექმნათ რობოტი.