როგორ დავამზადოთ სქემა ქარხნულად ?
PCB სქემის დამზადება jlcpcb.com/m
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თუ რა მეთოდებით ხდება ელექტრული სქემის შექმნა როგორ შევქმნა ელექტრული სქემა ? და გამოვყავით ორი ძირითადი მეთოდი ესენია: ქარხნულად საწარმოო დონეზე და სამაკეტო დაფაზე აწყობილი სქემა, იმაზეც ვისაუბრეთ რომ სამაკეტოზე აწყობილი სქემა მხოლოდ სასწავლოდ ან პროტოტიპირებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხოლო ქარხნული წესით დამზადებული სქემა არის „ინდუსტრიული სტანდარტი“ რომელსაც ყველა ტექნოლოგიური კომპანია იყენებს სქემების დასამზადებლად ეს იქნება სმარტფონების, კომპიუტერული ტექნიკის, გაჯეტებისა თუ ნებისმიერი ტექნიკის შესაქმნელად.
ჩვენ ნებისმიერ ტექნიკაში გვხვდება სქემა, რომელზეც დატანილია კომპაქტურად, ძირითადად მცირე ზომის კომპონენტები იგივე SMD (Surface-mounted device) ტიპის ელექტრული კომპონენტები, რომლებზეც აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს.
PCB (Printed circuit board) არის შემოკლებული სახელი ქარხნული წესით დამზადებული სქემისა (შესაძლოა დამზადდეს სახლის პირობებში, თუმცა ბევრი შეზღუდვით).
პირველ რიგში გვჭირდება სქემის დიზაინი, რომლესაც ამზადებს ელექტრული ინჟინერი, რომელიმე სპეციალური პროგრამის ან იშვიათად ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, შეგიძლიათ იხილოთ სტატია როგორ დავხაზოთ სქემის დიზაინი.
მას შემდეგ რაც გვექნება სქემის დიზაინი Pcb სქემის დასამზადებლად საჭიროა სპეციალური აპარატურა რომელიც რამდენიმე ეტაპად დაამზადებს სქემას, მსგავსი აპარატურა საკმაოდ ძვირია ამიტომაც შეგვიძლია გამოვიყენოთ კომპანია რომელიც საცალოდ ან მასიურად დაგვიმზადებს pcb სქემას ყველა საჭირო პროცედურების გავლით.
ჩვენ გირჩევთ ჩინეთში არსებულ უმსხვილეს pcb მწარმოებელ კომპაია jlcpcb.com/m-ს.
- სქემის შეკვეთა ნამდვილად მარტივია, ტვირთავთ თქვენი სქემის ნახაზის ფაილებს, ირჩევთ სასურველ პარამეტრებს, რაოდენობას, ზომებს და ასე შემდეგ.
- ისინი სქემას შეკვეთის მიღებიდან 24 საათში დაგიმზადებენ სქემას და 15-20 დღეში მიიღებთ შეკვეთილ პროდუქტს საქართველოში.
- შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც pcb, ასევე სტენსილი სქემაზე თხევადი კალის დასატანად და კომპონენტების დასარჩილად. ასევე მალე დაემატება SMT სერვისი, რაც გულისხმობს ქარხნული წესით კომპონენტების პირდაპირ სქემაზე დასმას.
ალბათ დამერწმუნებით რომ 5 ცალ 10×10 სმ ზომის სქემის დამზადება, მხოლოდ 2$ ნამდვილად საუკეთესო ფასია.
იმ შემთხევაში თუ კომპანიეს მიერ მოხდება სქემის არასწორედ დამზადება ან ქარხნული შეცდომის გამო სქემის დაზიანება, კომპანია სრულიად დაგიბრუნებენ თანხას უკან.
მალე განვიხილავთ პირდაპირ პროცეს თუ როგორ შევუკვეთოთ
სქემა და ასევე განვიხილავთ ჩამოსულ პროდუქტს 😊
ეწვით ვებგვერდს სქემის შესაკვეთად: jlcpcb.com/m