Autodesk Eagle მარტივი ოპერაციები
მას შემდეგ რაც კომპონენტს გამოვიტანთ დაფაზე შესაძლოა დაგვჭირდეს მისი გადაადგილება, ამისთვის ვიყენებთ ფუნქცია Move-ს.
იმისთვის რომ დაფა მივაახლოვოთ ან გავდიდოთ ვიყენებთ მაუსის სქროლს, ხოლო თუ დაფის გადაადგილება გვინდა ვაწვებით სქროლს და ვამოძრავებთ სამუშაო არეალს.
ასევე მნიშვნელოვანია კომპონენტის მობრუნება რომელიც ხშირად დაგვჭირდება ამისთვის კი ვიყენებთ ფუნქციას Rotate.
თუ გვსურს რამდენიმე კომპონენტის ან სულაც სქემის გადაადგილება, შემობრუნება, დაკოპირება და სხვა ამისთვის ვიყენებთ Group ფუნქციას რომელის საშუალებას გვაძლევს ერთდროულად მოვნიშნოთ რამდენიმე კომპონენტი ან სქემა.
იმისთვის რომ ვნახოთ რაიმე კომპონენტზე ინფორმაცია ვიყენებთ ფუნქციას Info.
Add a design block ფუნქციით კი შეგვიძლია დავამატოთ უკვე გამზადებული სქემები რაც გაგვიადვილებს მუშაობას მაგალითად: ძაბვის რეგულატორი, ძაბვის ინვერტერ კონვერტერი, გამაძლიერებელი და სხვა.
Value არის კომპონენტის სიდიდის მინიჭება მაგალითად წინაღობაზე როდესაც გვინდა შევუცვალოთ წინაღობის ერთეული