Autodesk Eagle შესავალი
Autodesk Eagle არის electronic design automation (EDA) კომპიუტერული პროგრმა, სქემის ხაზვის, ბეჭდური სქემის ფენების შექმნის (PCB Layers), ავტომატური კომპონენტების დაკავშირების, 3 განზომილებიანი სქემის მოდელის შექმნისა და სხვა მრავალი ფუნქციით.
Eagle არის მარტივად გამოყენებადი სქემის ხაზვის აპლიკაცია. მისი გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე ფენიანი სქემა (PCB), დახაზოთ საჭირო კომპონენტები და დააკავშიროთ ერთმანეთს, დააგენერიროთ სქემის 3D მოდელი ვიზუალური აღქმისთვის.
Eagle არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გომოყენებადი პროგრამა სქემის დიზაინის შექმნისთვის, ის CadSoft Computer GmbH-ის მიერ არის შქემნილი და 2016 წელს Autocad-მა შეიძინა.
სქემის ხაზვისას კომპონენტების განლაგება მარტივადაა შესაძლებელი და ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამარტივებს კომპონენტების დიდი ბიბლიოთეკა რომელიც მოყვება პროგრამას, ასევე შესაძლებელია ინტერნეტში უამრავი კომპონენტის ბიბლიოთეკის მოძებნა და დამატება.
Eagle არის ფასიანი პროგრამა თუმცა არის მისი უფასო ვერსიაც სადაც შეზღუდული ხართ სამუშაო არეალსა და სქემის ფენების რაოდენობასა და ზომებში, ასევე არის სტუდენტური უფასო ვერსია სადაც შეზღუდვები ბევრად ნაკლებია.
Eagle-ს კიდევ ერთი დიდი პლიუსი მისი ქომუნითია, ინტერნეტში არის უამრავი მასალა, სტატია, ვიდეო მის შესასწავლად და ასევე ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა Adafruit, SparkFun, Arduino და სხვა გვთავაზობენ მათ მიერ წარმოებული სქემების ნახაზებს უფასოდ.
Eagle-ში მუშაობა ხდება რამდენიმე ეტაპად: პირველ რიგში იხაზება სქემა თუ რა კომპონენტი რას უნდა უკავშირდებოდეს, შემდეგ სქემის გადაყვანა დაფის სტილში (PCB), კომპონენტების საჭირო ადგილზე განლაგება და მათი დაკავშირების გზების გაყვანა, შემდეგ სურვილისამებრ 3D მოდელის გენერირება ან gerber ფაილების გამოტანა წარმოებისთვის.