კრისტალური ოსცილატორი
კრისტალური ოსცილატორი არის ელექტრული ოსცილატორული წრედი, რომელიც იყენებს პიეზოელექტრული მასალის ვიბრაციით გამოწვეულ მექანიკურ რეზონანს რათა შეიქმნას ელექტრული სიგნალი ზუსტი სიხშირით.
ეს სიხშირე ხშირად გამოიყენება დროის მონიტორინგისთვის, მაგალითად კვარცის საათებში სტაბილური სიგნალის მოსაწოდებლად საათის ციფრული სქემისთვის, ასევე რადიო გადამცემებსა და მიმღებებში სტაბილური სიხშირისთვის.
კვარცის კრისტალები იწარმოება სხვადასხვა სიხშირის რამდენიმე ათეული კილოჰერციდან ასეულ მეგაჰერცამდე. უმრავლესობა გამოიყენება სამომხმარებლ ტექნიკაში, საათებში, რადიოებში, კომპიუტერებში, ტელეფონებში. ასევე კვარცის კრისტალებს იყენებენ საზომ მოწყობილობებში, მთვლელებში, სიგნალების გენერატორებსა და ოსცილოსკოპებში.
პიეზოელექტრონული რეზონატორის ყველაზე გავრცელებული ტიპია კვარცის კრისტალი. ამიტომაცაა რომ ამ ტიპის რეზონატორებს ვიცნობთ, როგორც კრისტალური ოსცილატორის სახელით.
კრისტალური ოსცილატორი, განსაკუთრებით ის რომელიც იყენებს კვარცის კრისტალს, მის ელექტროდზე ძაბვის მიწოდებით, რომელიც მოთავსებულია კრისტალში ან მასთან ახლოს, ელექტრული ველის გამოყენებით იწვევს მის დეფორმაციას. ამ მეთოდს ეწოდება ინვერსული პიეზოლექტრულობა, რაც ნიშნავს რომ კვარცის დეფორმაციით ვიღებთ ძაბვას. პიეზოელექტრული მეთოდია ასევე გამოყენებული სანთებელებში, მიკროფონებში…
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქქცია კრისტალური ოსცილატორის არის სიხშირის სტაბილურობა სხვადასხვა დატვირთვის პირობებში. თუმცა სიხშირის სტაბიულორობაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მაგალითად ტემპერატურის ცვლილება, დატვირთვის ცვალებადობა, ასევე მუდმივი დენის ძაბვის ცვლილება …