Tesla გვპირდება მილიონ ერთეულ RoboTaxi-ს 2020 წლისთვის
კომპანია ტესლას ჰქონდა ივენთი, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს ავტომატური მანქანის მართვის ტექნოლოგია. ტექნოლოგია რომელიც აუდიტორიას კომპანიამ გაუზიარა სრულიად ეკუთვნის ტესლას, ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც კომპანიამ დაამზადა თავისი წარმოების ჩიპი. ილონ მასკმა სიამაყით განაცხადა რომ მათ ამ დრომდე ჩიპი არასდროს დაუმზადებიათ მაგრამ შექმნეს მსოფლიოში საუკეთესო ჩიპი.
პროექტზე მუშობა ტესლამ დაიწყო 2016 წელს.
ტესლას მიერ დამზადებული კომპიუტერი არის საკმაოდ უსაფრთხო ტექნიკურად, რადგან ერთი ჩიპის დაზიანების შემთხვევაში საქმეში მეორე ჩიპი ერთვება და ამცირებს საფრთხის რისკს, რომელიც შესაძლოა სქემის დაზიანებამ გამოიწვიოს.
მასკმა განაცხადა რომ, არსებულ ტესლას მანქანებს უკვე გააჩნიათ საჭირო Hardware მექანიზმი უპილოტო მართვისთვის და მხოლოდ Softwareს განახლება და დახვეწაა საჭირო.
Hardware სისტემა ასევე შიცავს სანდო კამერებს და რადარებს რისი მეშვეობითაც ხდება მანქანის გარშემო ობიექტების აღქმა.
მასკმა გამოსვლისას აღნიშნა რომ პროგრამული პრობლემები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და გამოსვლისას პირობა დადო რომ ტესლა შეძლებს უპილოტო მართვის დახვეწას წლის ბოლომდე, ასევე თქვა რომ 2020 წელს გზებზე ვიხილავთ უპილოტო მართვის ტაქსებს. მასკი იმედოვნებს რომ შეამცირებს Uber და Lyft-ის ფასებს, რობოტაქსისი ფასი მილზე იქნება 0.18 $ ხოლო ამჟამინდელი დამგზავრების ფასები 2$ დან 3$მდეა.
ტესლას უპილოტო მართვის სესტემ აგრესიულად მიიწევს წინ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით.